ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

“საბერძნეთის პეტროლიუმი” „ვისოლ  ჯგუფთან“ პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს

“საბერძნეთის პეტროლიუმის ”პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი გრიგორის სტერგიოულისი და “საბერძნეთის პეტროლიუმის ”შვილობილი კომპანიის“ ეკოს” დირექტორთასაბჭოს ორ  წევრთან ერთად საქართველოს  ეწვია.  “საბერძნეთის პეტროლიუმი” „ვისოლ  ჯგუფთან“ პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს და საქართველოში ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებს  განიხილავს.

აღნიშნულსაკითხთან დაკავშირებით “საბერძნეთის პეტროლიუმის”დელეგაცია „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტ სოსო ფხაკაძესთან ერთად  საქართველოს პრემიერ-მინისტრსგიორგი კვირიკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს. მიხეილ ჯანელიძეს, პირველ ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს  შეხვდა.

“საბერძნეთის პეტროლიუმის”დელეგაცია „ეკოს“ ახლადგახსნილ სადგურს ეწვია. შეგახსენებთ, რომ  “ვისოლ ჯგუფმა“ საბერძნეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში  ყველაზე მსხვილ ენერგეტიკულ და ინდუსტრიულ ჯგუფთან, „საბერძნეთის პეტროლიუმთან“, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება მიმდინარე წლის სექტემბერში გააფორმა და საქართველოში “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის  განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო.

“ეკოს” პირველი ავტოგასამართი სადგური თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში  მდებარეობს.  ამ ხელშეკრულების საფუძველზე „ვისოლმა“ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე „ეკოს“  ბრენდი დააბრუნა, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში საწვავის ხარისხის ეტალონად იყო მიჩნეული.

“ჩვენთვის ძალიან დიდიპატივია, რომ საქართველოს „საბერძნეთის პეტროლიუმის“ პრეზიდენტიდა აღმასრულებელი დირექტორი სტუმრობს. „საბერძნეთის პეტროლიუმი“არის არამხოლოდ საბერძნეთში, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი ინდუსტრიული და ენერგეტიკულიჯგუფი. ჩვენ პაერტნიორობის გაღრმავების ვგეგმავთ და შევეცდებით, რომ კიდევ უფრომეტი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, უფრო მეტი ინვესტიციები ჩაიდოს საქართველოში”,-აცხადებს “ვისოლჯგუფის” პრეზიდენტის სოსო  ფხაკაძე.

„საბერძნეთის პეტროლიუმის“ პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის გრიგორის სტერგიოულისის განცხადებით, მათ “ვისოლჯგუფის” სახით საუკეთესო პარტნიორი  ჰყავთ.  ამასთან, გრიგორის სტერგიოულისის თქმით, საქართველოს თანთანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებენ: “ეს კვირა ჩემთვის სიურპრიზებით არის  სავსე. პირველი სიურპრიზი იყო, საქართველოს მეგობრული დამოკიდებულება. თავსვგრძნობ ისე, როგორც  საკუთარ ქვეყანაში და სახლში. მეორე სიურპრიზი იყო ის, რომ ჩვენ გვყავს  საუკეთესო  პარტნიორი “ვისოლ  ჯგუფის” სახით  და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, მესამე დიდი  სიურპრიზი – ქვეყანა არის შესაძლებლობებით სავსე.

მედავავალებ ჩვენს ჯგუფს  საბერძნეთში, გადახედონ სამომავლო გეგმებს და  შესაძლებლობებს იმისათვის, რომ საქართველოს თანთანამშრომლობის გაღრმავება  მოხდეს, რისშედეგადაც ამ ქვეყნის მოსახლეობას შევთავაზოთ მაღალიხარისხის პროდუქცია და  მომსახურება, “ჰელენიკპეტროლიუმი” არის ყველაზე დიდი ენერგეტიკული და ინდუსტრიული ჯგუფი სამხრეთ-აღმოსავლეთევროპაში.

საქართველოს გააჩნია ძალიან დინამიური  ბაზარი, ამიტომ იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ ამ სფეროთი არ შემოიფარგლება”,-განაცხადა საბერძნეთის პეტროლიუმის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გრიგორის სტერგიოულისმა.

“ვისოლჯგუფი” ერთ-ერთი უდიდესი ბიზნესჯგუფია  საქართველოში, რომელმაც არამხოლოდ ენერგეტიკის თითქმის ყველასფერომ მოიცვა, არამედ სამშენებლო, სარეკლამო, სასტუმროების, სუპერმარკეტებისა და ამერიკული რესტორნების ბიზნესსაც  ავითარებს.  “ვისოლჯგუფი” ასევე ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც 2010 წელს ევროპის ბიზნესდაჯილდოებაზე წარმატებულ ევროპულ კომპანიათა ათეულშიშევიდა.

 

იტვირთბა....