უკრაინული მედია ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, თუ როგორ და რა მეთოდებით ადეპორტირებენ ქართველებს უკრაინიდან. კადრებში ჩანს, ქართველი ვანო ნადირაძე, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის რუსეთის არმიის წინააღმდეგ და რომელიც დაკავშირებულია ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გუნდთან.
კადრებში ჩანს, თუ როგორ შეუვარდნენ უცხო პირები რესტორანში ნადირაძეს, როგორ გადაუგრიხეს ხელები და როგორ მოამზადეს დეპორტაციისთვის.
როგორც უკრაინული გამოცემა წერს, დეპორტირებულთა შორის არის ასევე ორი ქართველი (იხილეთ ფოტო ქვევით) – დავით მაკიაშვილი და მამუკა აბაშიძე.