ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ პატრიოთტა ალიანსის წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი საკრებულოს 15-მა წევრმა დაუჭირა.
ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა “ქართულ ოცნებას” არ მიუღია, უმრავლესობა შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებს.
საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატი იყო დასახელებული – პატრიოტებიდან ზაზა ჩაჩანიძე და ენმ-დან ვახტანგ ქვათაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს მუნიციპალიტეტებში ახალი მოწვევის საკრებულოების სხდომები ჩატარდა.