ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო ვალმა 16.5 მილიარდი ლარი შეადგინა

ამ წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 544 მილიონი ლარით გაიზარდა და 16.5 მილიარდი ლარი შეადგინა. საშინაო სახელმწიფო ვალი 1 მილიონი ლარით, ხოლო საგარეო – 543 მილიონი დოლარით გაიზარდა.

ინფორმაციას Forbes-ის ქართულენოვანი გამოცემა ავრცელებს.

31 ოქტომბრის მდგომარეობით საგარეო სახელმწიფო ვალი 13 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.5 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 72% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 1.9 მილიარდი დოლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს.

ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 287 მლნ დოლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 206 მლნ დოალარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 45%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 იყო%.

იტვირთბა....