თანამგზავრის მეშვეობით მიღებული სიგნალი არგენტინულ დაკარგულ წყალქვეშა ხომალდს “სან ხუანს” არ ეკუთვნის. ამის შესახებ არგენტინის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელმა ენრიკე ბალბიმ განაცხადა.
“კომპანია, რომელიც ამ სიგნალს სწავლობდა, საბოლოო შედეგები წარმოგვიდგინა, რომლის თანახმადაც შაბათს ჩაწერილი სიგნალები არ ემთხვევა წყალქვეშა ნავების სატელიტურ ტელეფონის სიგნალებს”, – განაცხადა ენრიკე ბალბიმ.
19 ნოემბერს არგენტინის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ მათ დაკარგული წყალქვეშა ნავიდან სიგნალი მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს ატლანტის ოკეანეში არგენტინული წყალქვეშა ნავი სან-ხუანი დაიკარგა.
ბორტზე ეკიპაჟის 44 წევრი იმყოფებოდა.