მარტვილის გამგეობაში პოლიციაა მობილიზებული. გავრცელებული ცნობით, მარტვილის გამგეობის ფინანსური სამსახურის უფროსი, გია ჩიხლაძე და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი დააკავეს, – ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
ჩიხლაძის ოჯახის ინფორმაციით, გია ჩიხლაძის ძმა, გიზო ჩიხლაძე მოსახლეობასთან ერთად აპირებდა გამგეობაში მისვლას და არჩევნებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის მოთხოვნას.
ოჯახის თქმით, აღნიშნული დაკავება მის ძმაზე ზეწოლის მოხდენას ემსახურება.
დღეს მარტვილის გამგეობაში საკრებულოს სხდომა იყო ჩანიშნული.
წყარო: “რუსთავი 2”