საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა ხელისუფლება აიღოს ხელში, რადგან მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ამის საჭიროებას ის ხედავს.
“მზად ვარ თქვენთან ერთად ჩავუდგე სათავეში ამ პროცესს” – ასეთი განცხადება გააკეთა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის პარლამენტის შენობის წინ. მისი თქმით, აუცილებელია უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება და პარლამენტის დათხოვნა.
“3 დეკემბრამდე უნდა დაიწყოს სახალხო იმპიჩმენტის პროცესი. ერთად უნდა გავაკეთოთ ეს. მე მოვივლი მთელ უკრაინას და შევხვდები ხალხს” – აანონსებს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, უკრაინაში სააკაშვილის ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა გააქტიურებამ გამოიწვია ის, რომ მისი მხარდამჭერების დეპორტაცია უკრაინიდან საქართველოში პერიოდულად ხდება. ის არ გამორიცხავს, რომ ეს იყოს სიგნალი პოროშენკოს მხრიდან მისი საქართველოში შესაძლო ექტრადირებასთან დაკავშირებით.