აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“co-ს 1 %-ის დაგროვებაც კი 2 წუთში სიკვდილს იწვევს”: “ყაზტრანსგაზი” გაზის გამათბობლებს უფასოდ შეამოწმებს

ზამთრის პერიოდი დადგა და “ყაზტრანსგაზ თბილისმა” სოციალური კამპანია დაიწყო, რაც გულისხმობს, თბილისის მასშტაბით, გაზის გამანაწილებელი აპარატურის უფასო შემოწმებას.

როგორც “ყაზტრანსგაზ თბილისის” წარმომადგენელმა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა, არა გაზის, არამედ, ე.წ. co-ს გაჟონვა იწვევს მოწამვლას:

“co-ს 1 %-ის დაგროვებაც კი საცხოვრებელ გარემოში, ადამიანის გარდაცვალებას 2 წუთში იწვევს. არასწორად დამონტაჟებული გამათბობელები წვის შედეგად გამოყოფენ ამ ნივთიერებას, რაც ფატალურ შედეგს იწვევს.

“ყაზტრანსგაზ თბილისი” ამოწმებს ქსელის და გაზის გამათბობელი დანადგარების გამართულობას. ეს ყველაფერი უფასოდ ხდება და წარმომადგენელი რჩევებსაც აძლევს მოქალაქეებს, რაც მათ უსაფრთხოებას შეეხება.”-განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

კომპანიის ინფორმაციით, თვის განმავლობაში 4000-მდე ღია წვის კამერის მქონე წყალგამაცხელებ ხელსაწყოებს ხსნიან. ეს გულისხმობს იმას, რომ ამგვარი გამათბობელი გარემოში აბრუნებს წვის შედეგად გამოყოფილ ნივთიერებას, რაც ნახევარ საათში იწვევს ადამიანის სიკვდილს, შესაბამისად, მსგავსი გამათბობლები დაუშვებელია.

“ყაზტრანსგაზი” 24 საათის განმავლობაში აძლევს საშუალებას მოქალაქეებს გამოიძახხონ კომპანიის წარმომადგენლები სრულიად უფასოდ და შეამოწმონ სახლში არსებული გაზის ნებისმიერი ხელსაწყო რამდენად გამართულად მუშაობს. ცხელი ხაზის ნომრებია: 2 40 40 04, ასევე 115.

“სტატისტიკა ცუდ შედეგებს გვაჩვენებს-80-მდე გარდაცვლილი და 300-მდე მოწამლული, ბოლო სამი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა მობილიზებული იყოს ზამთრის უსაფრთხო გატარებისთვის. მოწამვლა უფრო ხშირად ზამთარში ფიქსირდება, რადგან ამ პერიოდში, სეზონიდან გამომდინარე, საცხოვრებლების განიავება ისე ხშირად აღარ ხდება”-განაცხადა “ყაზტრანსგაზ თბილისის” წარმომადგენელმა, რომლის რჩევაა, რომ გაზგამანაწილებელი აპარატურა სპეციალისტებს შევამოწმებინოთ და ზამთრის განმავლობაში ხშირად გავანიავოთ საცხოვრებელი ბინა.

იტვირთბა....