უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, ივანე ნადირაძის დედამ 17 ნოემბერს განცხადება გაავრცელა.
“კაფეში დააკავეს ყავის სმის დროს. მე ისიც დავინახე როგორ უხეშად მოექცნენ. როგორია დედისთვის იმის დანახვა შვილს როგორ დაარტყეს. ახლაც იმიტომ არ გვაჩვენებენ, იმიტომ გვიმალავენ რომ არიან მაგრად ნაცემები. იქიდან აცხადებენ კიდეც იმას, რომ არიან მაგრად ნაცემები. აბსოლუტურად ვერაფერი ვერ გავარკვიე. ჩემი შვილი არის მეომარი, ჩემი შვილი პოლიტიკოსი არ არის, ის ებრძვის უკრაინის და საქართველოს საერთო მტერს,”-განაცხადა ვანო ნადირაძის დედამ ანა მაღრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ივანე ნადირაძე უკრაინის დანარჩენ 8 ქართველთან ერთად უკრაინის უშიშროების სამსახურმა 17 ნოემბერს დააკავა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მისი საქართველოში დეპორტაცია მოხდა, თუმცა დაკავებულები, მათ შორის არც ნადირაძე საქართველოში ამ დრომდე არ ჩამოუყვანიათ.