ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პოლიტიკოსმა, რომელიც ლგბტ თემის წინააღმდეგ გამოდიოდა, ჰომოსექსუალობის გამო თანამდებობა დატოვა

ოჰაიოს შტატის კანონმდებელმა, უეს გუდმენმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც კაბინეტში მამაკაცთან სექსის დროს შეუსწრეს. უეს გუდმენი რეგულარულად გამოდიოდა ლგბტ თემის წინააღმდეგ.

ინფორმაციას “Independent”-ი ავრცელებს.

რაც შეეხება გუდმანის ცოლს, ის აბორტის წინააღმდეგ “სიცოცხლის მარშის” კამპანიას ხელმძღვანელობს.

როგორც ცნობილია, გუდმანს “წმინდა სისხლის კონსერვატორს” უწოდებდნენ. ის მუდმივად ლაპარაკობდა ქრისტიანულ და ოჯახურ სიწმინდეებზე, იმ საკითხზეც, რომ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ქალსა და კაცს შორის არსებობს.

იტვირთბა....