ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თამარ ჩუგოშვილი: ჩემი პოზიცია არის ლიბერალური ნარკოპოლიტიკისკენ ნაბიჯების გადადგმა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ ინიციატივას ეხმაურება.

“დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი საკითხია, რომელზეც ნამდვილად არის განსხვავებული პოზიციები. ჩემი პოზიცია არის ლიბერალური პოლიტიკისკენ ნაბიჯების გადადგმა, რადგან რეპრესიული პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის კარგი და წარმატებული ნამდვილად არ აღმოჩენილა. ჩემი პოზიციაა, რომ რეპრესიული პოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით ჩანაცვლდეს, რომელიც ერთი მხრივ, შეამცირებს ნარკომომხმარებელთა რაოდენობას და მეორე მხრივ, მათ მიმართ სასტიკ ფორმებს არ გამოიყენებს. მე მგონია, რომ ეს შესაძლებელია. ჩვენ დაგვჭირდება ჯერ კიდევ ბევრი შეხვედრა იმისთვის, რომ ყველა ტექნიკური დეტალი განვიხილოთ და პოზიციები დავაახლოვოთ”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

იტვირთბა....