საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერი, დავით მათიკაშვილი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება.
“ვფიქრობთ, რომ კონკრეტულ დოზებთან და ასევე სხვადასხვა შეხედულებებთან მიმართებაში ერთიან მიდგომას შევიმუშავებთ და ჩვენს საზოგადოებას ნარკოტიკებთან მიმართებაში ექნება ძალიან კარგი ახალი რეგულაციები, რომელზეც აქცენტები იქნება გადატანილი არა დასჯაზე და სამართლებრივი კუთხით რეპრესიაზე, არამედ მკურნალობაზე, თანადგომაზე. ჩვენი საზოგადოება უფრო ლმობიერად და გააზრებით უნდა იყოს მიმართული ნარკოდამოკიდებულებასთან მიმართებაში. ყველა უწყებაში არსებობს თანხმობა, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.