იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ნარკოპოლიტიკის შესახებ საკომიტეტო განხილვები 1 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
“ამ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება პარლამენტში. პირველ დეკემბრამდე ვცდილობთ, რომ ბევრი სამუშაო შეხვედრა შედგეს, რათა დავინახოთ სად შეიძლება იყოს კონსენსუსი შემოთავაზებულ პროექტსა და იმ პოზიციას შორის, რომელიც სახელმწიფოს აქვს გამოხატული. გარკვეული ცვლილებების შეტანა კანონპროექტში იქნება აუცილებელი და თუ რა ტიპის ცვლილებები იქნება, ამაზე ვმუშაობთ. განსხვავებული მოსაზრებელი არსებობს როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში,” – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
აღნიშნულ საკითხზე “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” წარმომადგენელი გურამ იმნაძე კომენტარს აკეთებს.
“ასევე კანონპროექტი ითვალისწინებს დოზების სამართლიანი წესით განსაზღვრას და ნარკოტიკული დანაშაულისთვის არსებული სასჯელების შემსუბუქებას. ასევე, ითვალისწინებს ნარკოტიკული დანაშაულში მსჯავრდებული ადამიანებისთვის ისეთი უფლებების ავტომატური შეზღუდვების გაუქმებას, როგორებიცაა სატრანსპრტო საშუალების მართვა და სხვადასხვა ტიპის პროფესიული საქმიანობის განხორციელება”, – განაცხადა გურამ იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და NDI-ს პროგრამების მენეჯერი თამარ სართანია უძღვებიან.