სტოკჰოლმის პოლიცია მამაკაცს ეძებს, რომელმაც შვედეთში, სტოკჰოლმის ცენტრში ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Aftonbladet სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეჭვმიტანილის სამძებრო ღონისძიებებში პოლიციის 10 ავტომობილია ჩართული.
ქალაქის სტადიონზე ერთ-ერთი პირი დაჭრილი იპოვეს. მან პოლიციასთან კომუნიკაცია ვერ შეძლო.
ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან Porshe-ს მარკის ავტომობილით მიიმალა.
ჯერჯერობით თავდასხმის მოტივი და სხვა დეტალები უცნობია.