ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

20 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

კომპანია თელასის მიზეზად, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კრწანისის რაიონი
ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, გორგასლის, გულუას, ორთაჭალის, მეფე სოლომონ II, ნადიკვარის, კრწანისის და წინანაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, დოესის, ზურაბიშვილის, ნოსირის, კაჩინსკის, აწყურის და წინანდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის მაცხოვრებლებს.

 

იტვირთბა....