ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არეული სახლი და სისხლი იატაკზე: სააკაშვილი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის სახლში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ჟურანლისტის და ოპერატორის, თამაზ შავშიშვილის სახლში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებზე ჩანს, რომ სახლი არეულია და იატაკზე სისხლის წვეთებია. სააკაშვილი ვარაუდის გამოთქვამს, რომ შავშიშვილს სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შავშიშვილი დღეს უცნობმა პირებმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცეს. სააკაშვილის ინფორმაციით, ოპერატპრს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ხელბორკილი დაადეს. მისი თქმით,  შავშიშვილი და მასთან ერთდ,  კიევის ცენტრიდან გატაცებული ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე დეპორტაციისთვის კიევის ჟულიენის აეროპორტში მიიყვანეს.

სააკაშვილის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლების და ანტირუსლ კამპანიაში მონაწილე ჟურნალსტების დაკავება პუტინის დაკვეთაა. სააკაშვილი მოუწოდებს უკრაინის სამოქალაქო ავიაციას და ქართველ დისპეჩერებს, თვითმფრინავს რომლითაც შავშიშვილის და ნადირაძის დეპორტაცია უნდა განხორციელდეს, კიევის აეროპორტიდან აფრენის უფლება არ მისცენ.

იტვირთბა....