ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ცოტა გაუგებარია ჯერ რატომ უნდა მივიდე საკრებულოში”

“ცოტა გაუგებარია ჯერ რატომ უნდა მივიდე თბილისის საკრებულოში. მე ვარ ხალხის მიერ არჩეული, შესაბამისად, უფლებამოსილებას უკვე შევუდექი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. ის ამ განცხადებით თბილისის საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლებს გამოეხმაურა, რომლებიც ახლადარჩეულ მერს საკრებულოში ელოდნენ, თუმცა იმის გამო რომ კალაძე საკრებულოში არ მივიდა, “ევროპულმა საქართველომ” სხდომა დატოვა.

„რაც შეეხება მთავრობის წევრებს, მე კანონის შესაბამისად ვიმოქმედე, გადავუგზავნე საკრებულოს და დღეს იმსჯელებენ და ალბათ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, დამტკიცებული იქნება და ორშაბათიდან ჩვენ შევუდგებით მუშაობას“, – განაცხადა კალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, კანონი და რეგლამენტი არ ითვალისწინებს თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მერის მისვლას. მისი თქმით, არ ყოფილა პრეცედენტი დავით ნარმანიას დროსაც კი, მთავრობის ახალი შემადგენლობა მერს წარედგინა.

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე წარადგენს.

იტვირთბა....