ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მალე დავდებ მტკიცებულებას, რომლის შემდეგაც საზოგადოება გაიგებს ვინ არის გურამ შარაძის მკვლელი”

გურამ შარაძის შვილი რუსდან შარაძე აცხადებს, რომ მალე დადებს მტკიცებულებას, რომლის მეშვეობითაც ცნობილი გახდება სინამდვილეში მისი მამა ვინ მოკლა. მისივე თქმით, გიორგი ბარათელი, რომლიც შარაძის მკვლელობისთვის არის გასამართლებული სინამდვილეში დამნაშავე არ არის და მან დანაშაული საკუთარ თავზე აიღო. შარაძის ინფორმაციით, ბარათელი 2012 წელს მზად იყო, რომ მას ნამდვილი მკვლელის ვინაობა დაესახელებინა, თუმცა ის შეაშინეს და ამიტომ დღემდე მკვლელობას იბრალებს.

„ძალიან მალე დავდებ იმის მტკიცებულებას, რომ გიორგი ბარათელი არ არის მამაჩემის მკვლელი.  2012 წელს, ის ამბობდა რომ არ იყო მკვლელი და ხელახლა დაკითხვა მოითხოვა. მზად იყო სიმართლე ეთქვა გამოძიებისთვის. მაგრამ მოხდა ისე, რომ საქმე გაიწელა. ამასობაში მას შეეხო ამნისტია იმ 28 წელზე, რაც ჰქონდა შეფარდებული. საქმის ამ გაწელვაში, ციხეში მოუწყვეს პროვოკაცია და დაუმატეს 2 წელი. მას რეალურად საპატიმრო 2 წლის წინ უნდა დაეტოვებინა.

ეს ყველაფერი მოხდა არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობისა და სოზარ სუბარის სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს. ამდენი წელი, რა ჯოჯოხეთი გაიარა ამ ადამიანმა ღმერთმა იცის. მე სამჯერ შევხვდი გიორგი ბარათელს. ყველაფერი მომიყვა მეც და გამომძიებელსაც, თუმცა ჩვენებას, რომლითაც სიმართლეს ამბობდა, ხელი არ მოაწერა, ვინაიდან თქვა, რომ ეშინია. ვინ არის მკვლელი საზოგადოება აუცილებლად გაიგებს“, – აცხადებს რუსუდან შარაძე.

შეგახსენებთ, რომ გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

აკადემიკოსი და პარლამენტარი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ნასროლი ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად შარაძე ადგილზე გარდაიცვალა.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....