ახალციხეში 30 წლამდე მამაკაცი ქალის ცივი იარაღით დაჭრაშია ბრალდებული.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, 40 წლამდე ქალი მეგობარმა მამაკაცმა დაჭრა. დაზარალებული დახმარების თხოვნით სურსათის მაღაზიაში შევარდა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ეჭვიტანილი დაკავებულია და საქმე 117-ე, სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით არის აღძრული.

