“ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც მოქალაქე რედაქციას დაწვით ემუქრება.
“მოვედი სამსახურში. პატრული აქ არის. გამომძიებელს ველოდები. პატრულსაც დაუდასტურა, რომ დაწვას გვიპირებს. ლევან სუთიძეს უთვალთვალებს – იცის როდის გამოდის ოფისის აივანზე, როგორ ეწევა სიგარეტს (იმიტირებას აკეთებდა), უყურებს მის გადაცემებს – იცის მისი კითხვების შინაარსი. არ ვიცი შერაცხადია, თუ შეურაცხადი – მაგრამ საჭესთან ზის და მანქანას მართავს. საზოგადოებისთვის საშიშია” – წერს ჩერგოლეიშვილი.
მისი ტქმით, “ტაბულას” ოფისში მოვიდა კაცი, რომელიც აცხადებს, რომ “საპატრიარქოს ცერბერია”.
“გვეუბნება, რომ თუ 1 თვის ვადაში ოფისს არ დავცლით, დაგვწვავს” – წერს ჩერგოლეიშვილი.
რამდენიმე წუთის წინ, ტაბულას ოფისში მოვიდა კაცი, რომელიც აცხადებს, რომ "საპატრიარქოს ცერბერია". გვეუბნება, რომ თუ 1 თვის ვადაში ოფისს არ დავცლით, დაგვწვავსველოდებით პოლიციას.UPDATE: ადგილზე მოვიდა საპატრულო პოლიცია, რომელსაც ასევე დაუდასტურა, რომ მუქარის "შემსრულებელია" და ვერავინ დაიჭერს, რადგან სნაიპერია.ცხადია, ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა ფაქტია, რომ ის მანქანას მართავს.
Gepostet von ტაბულა • Tabula am Freitag, 17. November 2017