“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა სოციალურ ქსელში გაფრთხილების ტექსტს ავრცელებს და მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
“გვაფრთხილებენ, რომ შეიძლება მოგივიდეთ ვიდეო, რომელსაც თქვენი სხელი ეწერება და არავითარ შემთხვევაში არ გახსნათ… ძალიან დიდი ვირუსებია გამოგზავილი მთელ სოციალურ ქსელში და თუ ერთ-ერთი ჩვენთაგანი გახსნის, მთელი ჩვენი მეგობრების არმიას, მათ მეგობრებს და ა.შ. ვიდეო დაავირუსებს. ამიტომ გაუგზავნეთ ეს ტექსტი ყველა თქვენს მეგობარს, რომ გაფრთხილდნენ…” – ამ გაფრთხილების მესიჯს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა.
როგორც ირკვევა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელსაც აწერია იმ მომხმარებლის სახელი და გვარი, რომელსაც ის მისდის. მისი გახსნის შემთხვევაში, თქვენი ფეისბუქ-ანგარიშიც დავირუსდება და თქვენს მეგობრებშიც დაიწყებს დავირუსების პროცესს.
“მეტრონომი” დაუკავშირდა სპეციალისტს, რომელიც ურჩევს ყველას, რომ საეჭვო ვიდეოს ლინკს არ დააჭირონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ნეგატიურ შედეგებამდე მივიდეთ. თუკი რომელიმე მომხმარებელმა დააჭირა აღნიშნულ ლინკს, ასეთ შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა გაწმინდოთ ბრაუზერის ისტორიები, “ქეში” და ე.წ. “ქუქები”. რიგ შემთხვევებში, თავად ფეისბუქი აგდებს ვირუსის სპეციალურ სკანერს, რომელიც შეგვიძლია ჩამოვტვირთოთ, დავასკანეროთ ფეისბუქის ანგარიში და ის წვდომას მოგვცემს გაწმენდილ ანგარიშზე.