ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რადას დეპუტატი სენსაციურ განცხადებას აკეთებს: “სნაიპერებს ესროლათ ხალხისთვის, სააკაშვილი ორგანიზატორობდა”

უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა ვადიმ რაბინოვიჩმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დაადანაშაულა მაიდანზე სროლის ორგანიზებაში. მისი თქმით, 2014 წელს სააკაშვილმა სნაიპერები მიიყვანა მაიდანზე. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ტელეარხ NewsOne-ზე განაცხადა.

რაბინოვიჩი ირწმუნება, რომ უკრაინული გადატრიალების დროს, სააკაშვილი იყო ორგანიზატორი სნაიპერებს ესროლათ ხალხისთვის. კითხვაზე, თუ საიდან აქვს მას მსგავსი ინფორმაცია, რაბინოვიჩმა თქვა, რომ მას საკმაოდ სანდო წყარო ჰყავს ქართული არმიის წარმომადგენლებში.

“მე მინდა, რომ ჩემი ინფორმაცია პროკურატურამ ოფიციალურ წყაროდ გამოიყენოს. ქართული არმიის გენერალმა, ტრისტან წითელაშვილმა მომცა ინფორმაცია, რომ სნაიპერები, რომლებიც მაიდანზე იყვნენ, სააკაშვილს ეკუთვნოდა. სნაიპერებს ესროლათ ხალხისთვის, სააკაშვილი ორგანიზატორობდა…” – განაცხადა რაბინოვიჩმა.

ბრალდებებს უპასუხა სააკაშვილმა. მან უარყო რაბინოვიჩის ბრალდებები. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობის დროს, როცა ის რეფორმებს ახორციელებდა, ბევრი მტერი შეიძინა და მისი თქმით იგივე ხდება დღეს უკრაინაშიც.

 

იტვირთბა....