საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში მოქმედი კრიმინალური დაგუფების 27 წევრის დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგულმა მედიამ გაავრცელა.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და პარიზის კრიმინალური პოლიციის ფინანსური პოლიციის თანამშრომლობის შედეგად, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის ატაშეს აქტიური ჩართულობით, საფრანგეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების 27 წევრი:
1970 წელს დაბადებული ე.დ., ე.წ. კანონიერი ქურდი – 1981 წელს დაბადებული გ.ფ., ე.წ. კანონიერი ქურდი – 1980 წელს დაბადებული ნ.გ., ე.წ. კანონიერი ქურდი – 1972 წელს დაბადებული ი.ხ., ე.წ. კანონიერი ქურდი – 1979 წელს დაბადებული რ.დ., ე.წ. კანონიერი ქურდი – 1979 წელს დაბადებული ნ.ნ., 1986 წელს დაბადებული ი.კ., 1972 წელს დაბადებული გ.რ., 1975 წელს დაბადებული დ.ჩ., 1984 წელს დაბადებული მ.პ., 1979 წელს დაბადებული ლ.ქ., 1977 წელს დაბადებული ხ.გ., 1989 წელს დაბადებული ს.კ., 1980 წელს დაბადებული მ.ს., 1977 წელს დაბადებული ნ.კ., 1985 წელს დაბადებული ს.გ., 1972 წელს დაბადებული ნ.ს., 1974 წელს დაბადებული ე.ს., 1995 წელს დაბადებული ა.ს., 1977 წელს დაბადებული ლ.პ., 1973 წელს დაბადებული ა.ჭ., 1964 წელს დაბადებული თ.ა., 1973 წელს დაბადებული ზ.წ., 1983 წელს დაბადებული თ.გ., 1980 წელს დაბადებული თ.ჭ., 1979 წელს დაბადებული რ.ზ. და 1975 წელს დაბადებული ნ.ქ. ქურდობის, ნაქურდალი ნივთების შენახვის, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები პარიზსა და მის მიმდებარე ქალაქებში ყოველდღიურად ქურდავდნენ მაღაზიებს, ბინებს და ე.წ. „ქურდულ საერთოს“ აგროვებდნენ. ასევე, დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პირები მოპარული ნივთების გაყიდვის მიზნით, პარიზში მცხოვრებ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებთან იყვნენ კავშირში.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ეზოების ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ფული, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ნიღბები, ყალბი დოკუმენტები, ე.წ. „ატმიჩკები“ და მოპარული ავტომანქანები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიებას საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიცია და პარიზის ფინანსური პოლიცია აწარმოებს”- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.