ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ არ ვცნობთ ბიბილოვის საზღვრებს”: იან კელი ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტს ეხმაურება

აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებაზე ე.წ. საზღვრებთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აშშ არ ცნობს იმ საზღვრებს, რომლის შესახებაც საუბრობს ბიბილოვი.

“ჩვენ არ ვცნობთ იმ საზღვრებს, რაზეც ბატონი ბიბილოვი საუბრობს. ხელოვნური ბარიერების შექმნა ხალხებს შორის არაკანონიერი ქმედებაა. “, – განაცხადა კელიმ.

მისი თქმით, ეს არ არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი და ხელოვნური ბარიერების შექმნა ხალხს შორის არის არალეგიტიმური და არაკანონიერი ქმედება.

“ეს არის ნაბიჯი არასწორი მიმართულებით”, – აცხადებს აშშ-ს ელჩი.

შეგახსენებთ, ე.წ. პრეზიდენტმა ბიბილოვმა განაცხადა, რომ “რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის მთლიანად აღჭურვაა აუცილებელი, მათ შორის, საინჟინრო თვალსაზრისით“, – ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში „ვიზიტით“ იმყოფებოდა.

იტვირთბა....