ბავშვთა სამყაროს დაზარალებულების მცდელობას მთავარ პროკურატურასთან კარავი გაეშალათ შეხლა-შემოხლა მოჰყვა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ორივე კარავი ჩამოართვა. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის პროკურატურის კიბეებზე სხედან. მათი განცხადებით, ისინი აქციებს მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ ,,სააქციო საზოგადოება ბავშვთა სამყაროს” პასუხისგებაში არ მიეცემა და სანამ ზარალს არ აუნაზღაურებთ.
უკვე მეოთხე დღეა მთავარ პროკურატურასთან ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომასაც ითხოვენ, რადგანაც მათი აზრით, ხანძრის განძრახ გაჩენა მოხდა და პროკურატურაში გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული „ბავშვთა სამყარო“ 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს. მოგვიანებით, დაზარალებულები მერიის მიერ შეთავაზებულ, 3000-ლარიან კომპენსაციას დათანხმდნენ.
„ბავშვთა სამყაროს” დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი 27 ივლისს დააკავეს. 28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ ”ბავშვთა სამყაროს” დირექტორს, 50-ათასლარიანი გირაო და ამავე სამსახურის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.