ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

1 ბიტკოინის ფასმა 8.000 დოლარს გადააჭარბა

24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასმა დაახლოებით 9,03%-ით მოიმატა და 17 ნოემბრისთვის 8.000 დოლარს გადააჭარბა. ამ ეტაპისთვის ბიტკოინში დაბანდებული თანხა 132 მილიარდ დოლარს აღწევს.

ცოტა ხნის წინ ბაზარზე კრიპტოვალუტის ფასი მოულოდნელად 7.882 დოლარიდან 5.605 დოლარამდე დაეცა. ექსპერტებმა პროცესი ბაზარზე ბიტკოინის მსგავსი კიდევ ერთი ვალუტის გამოჩენას დაუკავშირეს. Bloomberg-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ შემცირების მიზეზი არის ის, რომ ინვესტორებმა სხვა კრიპტოვალუტა – Bitcoin Cash-ზე გადასვლა ამჯობინეს.

მიმდინარე წელს ბიტკოინის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა. მისი მეშვეობით უკვე მოქალაქეობის ყიდვაც შეიძლება.

წყარო: “იმედინიუსი”.

იტვირთბა....