პენსილვანიაში მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ abcnews-ი წერს.
ცეცხლი საღამოს საათებში გაჩნდა და რამდენიმე შენობაზე სწრაფად გავრცელდა. ამ დროისთვის დაუდგენელია ცეცხლის გაჩენის მიზეზი.
ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ეკიპაჟებმა შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.