პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი შს მინისტრად გიორგი გახარიას და ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძის დანიშვნასთან დაკავშირებულ კრიტიკას, რომ ისინი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კადრები არიან, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ყველაზე მოდური არგუმენტი ფინანსთა და შსს-ს მინისტრებთან დაკავშირებით არის, რომ ბიძინა ივანიშვილის კადრები არიან. მოდას აყოლილებს მინდა ვკითხო, ვინ ეგულებოდათ ხელისუფლებაში, ვინც ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა? თუ ფიქრობენ, რომ ვიღაცის ჩერეზ-კადრობა მოსულა და პირდაპირ კადრობა არა.”-წერს ხუხაშვილი.

