ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავში, ავტოავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

რუსთავში, წუხელ შარტავას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთი მოცურდა და ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. მანქანებში მყოფი მგზავრებიდან არავინ დაშავებულა.

ქვეითად მოსიარულე მამაკაცი, რომელსაც ავტომობილი დაჯახა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღმოაჩნდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

იტვირთბა....