Facebook-ი, Google-ი, Twitter-ი და სხვა სოციალური ქსელები, ასევე ონლაინ გამოცემები, “ცრუ ინფორმაციასთან” ბრძოლის ფარგლებში გეგმავენ, რომ სიახლეების ველში ფუნქცია ე.წ. სანდო ინდიკატორები (Trust Indicators), რომელიც მომხარებელს დაეხმარება მართალი და ტყუილი ინფორმაციის გარჩევაში, დაამატონ.
სოცქსელებში სანდო ინფორმაციაზე განთავსდებაა სიმბოლო “i”. ამ ნიშანზე დაჭერით, მომხმარებელი შეძლებს გაეცნოს ინფორმაციის გამომქვეყნებელი ონლაინმედიის სარედაქციო პოლიტიკას, წაიკითხოს იმის შესახებ, თუ როგორ ებრძვიან ამ მედიასაშუალების ჟურნალისტები არასანდო წყაროებსა და ცრუ ინფორმაციას.
ნოემბრის დასაწყისში, ინგლისური ენის განმარტებითი ლექსიკონის Collins English Dictionary შემდგენელებმა 2017 წლის სიტყვად ფრაზა Fake News-ი (ცრუ ამბები) დაასახელეს.