ახალი მთავრობის წევრები საკრებულოში დასამტკიცებლად ხვალ წარსდგებიან. თბილისის მერი ახალი წევრებს ხვალ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებს, რომელიც 17:00 საათზე გაიმართება.
თბილისის ახალ მერს კახა კალაძეს სულ 5 მოადგილე ეყოლება. კალაძემ ვიცე მერის პოსტზე ირაკლი ხმალაძე წარადგინა, მოადგილეებად კი მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი. მეხუთე მოადგილე ილია ელოშვილი იქნება, რომლის კანდიდატურის წარდგენაც მოგვიანებით იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კახა კალაძემ საქალაქო სამსახურის ახალი უფროსები წარადგინა . მან ასევე თბილისის რაიონების გამგებლებიც დაასახელა.