ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დღეს ქაბულში ტერაქტი მოხდა: პასუხისმგებლობას “ისლამური სახელმწიფო” იღებს

ავღანეთის დედაქალაქში მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

აფეთქება ქაბულის ერთ-ერთი რესტორნის სიახლოვეს დღეს გამთენიისას მოხდა.

ტერორისტული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის რვა სამართალდამცველია. დაშავებულია ათამდე პირი.

თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს აამოქმედა, როდესაც რესტორნიდან მოქალაქეები გამოდიოდნენ.

იტვირთბა....