ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

ხვალ თბილისში პირველი წიგნის მუზეუმი გაიხსნება

17 ნოემბერს საქართველოში პირველი და კავკასიაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი გაიხსნება.

მუზეუმში 19 ათასამდე უნიკალური გამოცემა გაერთიანდება.

მუზეუმში 4 დარბაზი მოეწყობა. ესენია:

იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც ძველი გამოცემული წიგნები განთავსდება, მაგალითად 1629 წელს გამოცემული ქართულ-იტალიური ლექსიკონი და სხვ;
“ვეფხისტყაოსნის” მუზეუმი, რომელშიც განთავსდება “ვეფხისტყაოსნის” ყველა ქართული და უცხოური გამოცემა;
ილიას დარბაზი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მისი პირადი ნივთები და ბიბლიოთეკა;
ბროსეს საცავი, რომელიც სამინისტროს ცნობით, თანამედროვე სისტემებით და კლიმატკონტროლით არის აღჭურვილი, საცავში ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური და იშვიათი გამოცემები განთავსდება.

წიგნის მუზეუმის გახსნის შესახებ ინფორმაცია კულტურის სამინისტრომ გაავრცელა.

იტვირთბა....