რიო-დე-ჟანეიროს სანაპიროზე ზღვამ გიგანტური მკვდარი ვეშაპი გამორიყა. ბიოლოგებმა სინჯები იპანემას სანაპიროზე აიღეს და მასალა ლაბორატორიული კვლევებისთვის გადააგზავნეს.
theguardian-ის ცნობით, ზღვის სანაპიროდან მკვდარი გიგანტი სპეციალური ტექნიკით გაიტანეს, რომელიც უკვე ხრწნის პროცესში იყო, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მძაფრი სუნი ტრიალდებდა.
დამსვენებლებისთვის პერიმეტრი დროებით დაკეტილია. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ვეშაპის სიკვდილი.