ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„რადიო თავისუფლებასა“ და „ამერიკის ხმას“ შესაძლოა რუსეთში საქმიანობა შეუზღუდონ

რუსეთის დუმის გადაწყვეტილების მიხედვით, „რადიო თავისუფლებასა“ და „ამერიკის ხმას“ შესაძლოა რუსეთში საქმიანობა შეუზღუდონ.  ინფორმაციას თავად  ამერიკის ხმა ავრცელებს. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი  კანონპროექტს დაუჭირა, რომლის მიხედვითაც უცხოური მედიასაშუალებები „უცხოეთის აგენტებად“ ცხადდებიან.

საკანონმდებლო ორგანოში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხო ქვეყნის აგენტად“ რეგისტრაციის პირველი კანდიდატებიც დაასახელა.

შესაბამისი გაფრთხილება „რადიო თავისუფლებამ“, „ამერიკის ხმამ” და მათმა საერთო პროექტმა „ნასტაიაშეე ვრემიამ” მიიღო.

რუსი კანონმდებლების ამ გადაწყვეტილებას დასავლეთის მწვავე რეაქცია მოჰყვა. ვაშინგტონში, ბერლინსა და სტრასბურგში განაცხადეს რომ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან.

იტვირთბა....