ქუთაისში ასაკოვანი ქალბატონი გზის გადაკვეთისას მოულოდნელად ცუდად გახდა და ქუჩაში დაეცა. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა.
შემთხვევა, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დასრულდა, სამარშრუტო ტაქსმა დროულად შეძლო მანევრირება, მგზავრებმა კი სასწრაფო დახმარების სამსახური გამოიძახეს. მოხუცი სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა.
“როგორც ჩანს, პენსიის რიგში იდგა დიდხანს, უეცრად აკანკალდა და დაეცა, კინაღამ მანქანა დაეტაკა, მაგრამ დროულად გააჩერა”-განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი.
წყარო: newpress.ge