ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Forbes: საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა წინა წელთან შედარებით, 919 000 ტონით ნაკლებია

საქართველოს რკინიგზამ 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში 6,988,580 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 919 000 ტონით ნაკლებია.

ამის სესახებ Forbes-ის ქართული გამოცემა იუწყება.

საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთებიდან 1,252,229 ტონა ადგილობრივი, ხოლო 696,127 ტონა ექსპორტირებული ტვირთია.

იმპორტირებულმა ტვირთებმა საანგარიშო პერიოდში 1,677,170 ტონა შეადგინა.

შემცირებულია ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვის დინამიკაც – ამ წლის პირველ 8 თვეში 2,927,467 ტონა გადაიზიდა, ხოლო წინა წელს 3,583,158 ტონა.

ასევე შემცირდა მარცვლეულის პროდუქტების გადაზიდვის მაჩვენებელიც: ამ წლის 8 თვეში მან 188,924 ტონა შეადგინა, წინა წლის პირველ რვა თვეში კი 266,265 ტონა იყო.

იტვირთბა....