ატენის სიონთან მიმდინარე მშენებლობის საქმეზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კომენტარი გააკეთ. სააგენტოსვე ცნობით, კელიების მშენებლობა უწყებასა და საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და არქიტექტურის საბჭოსთან არის შეთანხმებული.
ინფორმაციას გამოცემა “ლიბერალი” ავრცელებს.
“ამ საბჭოზე განხილვის შემდეგ ეს პროექტი გამოვიდა სააგენტოს სპეციალურ საბჭოზე, სადაც გაერთიანებულნი არიან ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები და რესტავრატორები. სააგენტოს საბჭომ ხელახლა განიხილა და დადებითად შეაფასა, შემდეგ კი გასცა ნებართვა და ორწლიანი ვადა მისცა სამუშაოებისთვის”, – აღნიშნეს სააგენტოში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტოში აცხადებენ, რომ ატენის სიონის ეროვნული კატეგორიის ძეგლის მქონე ეკლესიაში სამონასტრო ცხოვრების განახლების აუცილებლობა დადგა. პროექტმა საბჭოზე წარდგენამდე რამდენიმე ეტაპი გაიარა. ეტაპეპი 9 წლის მანძილზე გრძელდებოდა.
სააგენტოს წარმომადგენლის ბექა ბარამიძის თქმით, შენდება ერთსართულიანი შენობა, რომელიც 4 კელიას და სატრაპეზოს მოიცავს. შენობაში სათავსო-ნაგებობა და სამზარეულოც განთავსდება.
ფოტო: ლიბერალი