ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისის გამგებლებიდან თანამდედობა ხუთმა შეინარჩუნა

დედაქალაქის გამგებლებიდან თანამდებობა ხუთმა მათგანმა შეინარჩუნა. თანამდებობაზე მხოლოდ ზურაბ ჩიკვილაძე, ირმა ზავრადაშვილი, ბექა მიქაუტაძე, ნოდარ ტურძელაძე და ირაკლი ხელაძე რჩებიან.

კახა კალაძემ თბილისის 10 რაიონის გამგებელი ცოტა ხნის წინ წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლების კანდიდატები წარადგინა.
საბურთალოს რაიონის გამგებლების კანდიდატი გაიოზ ვასაძე იქნება, მთაწმინდის რაიონის – დავით კირკიტაძე, კრწანისის – ლევან ჯაფარიძე, ვაკის – ნოდარ ტურძელაძე, დიდუბის – ირმა ზავრადაშვილი, ჩუღურეთის – ზურაბ ჩიკვილაძე, გლდანის – ბექა მიქაუტაძე, ნაძალადევის – ირაკლი ხელაძე, ისნის – კახა ლაბუჩიძე, სამგორის – დავით კერესელიძე.

თბილისის მერის მიერ წარდგენილი კანდიდატურები საკრებულოს გადაეგზავნება.კახა კალაძემ გამგებლებს მუშაობაში წარმატებები უსურვა.

დღესვე, 15:00 საათზე, კახა კალაძე საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს წარადგენს.

იტვირთბა....