საბერძნეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მარიხუანის სათბურების გაშენება სამედიცინო მიზნებისთვის, ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებს გადაჭრის. ამის შესახებ საბერძნეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრმა ევანგელოს აპოსტოლუმ განაცხადა.
მისი თქმით, მარიხუანის მწარმოებლებმა უკვე გამოიჩინეს ინტერესი საბერძნეთში სათბურების შექმნის მიმართ, რომელიც 1,5 მილიარდ ევროს სცდება. 12-13 სათბურის ერთი მთლიანი კომპლექსი, 400 სამუშაო ადგილს შექმნის.
ხელისუფლებას დაგემილი აქვს, რომ 10 წლის განმავლობაშო 200 მილიარდი ევრო მიიღოს.
ამ დროისთვის, საბერძნეთში ევროკავშირის მასშტაბით უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სააგენტოს ცნობით, 2017 წლის ბოლოს, მთავრობა კანონპროექტს პარლამენტში გაგზავნის.