ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შრომის ანაზღაურების შესახებ“კანონში პარლამენტი ცვლილებების შეტანას იწყებს

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებებს დღეს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს.

საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც საჯარო მოხელისთვის პრემია-დანამატის მიღების წესს განსაზღვრავს. სიახლის მიხედვით, სახელწოდება „პრემია“ იცვლება „ჯილდოთი“, ხოლო სახელფასო დანამატი წლიური ხელფასის მაქსიმუმ 10 % -ით განისაზღვრება.

“პრემიის განსაზღვრის დროს შესაძლებელი იყო მისი ყოველთვიური ან სამ თვეში ერთხელ გაცემა, ხოლო ჯილდოს შემთხვევაში ეს განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა მოხდეს მხოლოდ და ისიც მთლიანი სარგოს 30%-ის ოდენობით,”-განმარტავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა.

ოპოზიცია კანონპროექტის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი.

“ეჭვი მეპარება, რომ მაღალ თანამდებობების პირებმა რაიმე სახით მაინც მოიკლონ ის ფუფუნება, რა ფუფუნებაშიც განვლილი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ჯილდოს დაარქმევენ ამას დანამატს თუ პრემიას, სახელს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,”-აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა.

“პრემიებს ირიგებენ და დანამატებს ირიგებენ, მაშინ როდესაც სოციალური ხარჯები და პენსიები არ იმატებს და მოიგონეს ასეთი უცნაური გზა, რომ პრემიას ჯილდო დაარქვას და ამით თვალებში ნაცარი შეაყაროს საზოგადოებას,”-აღნიშნა სერგო რატიანმა.

იტვირთბა....