ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სასამართლომ პროკურატურას ირაკლი ხოფერის წამების საქმის გამოძიების განახლება დაავალა

პროკურატურას საქალაქო სასამართლომ ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე გამოძიების განახლებაა დაავალა. საქმე იმაშია, რომ ირაკლი ხოფერია ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებს ცემასა და სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებდა.

მთავარმა პროკურატურამ კი ხოფერიას უარი უთხრა დაზარალებულად ცნობაზე.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხოფერიამ მოძალადე პოლიციელები ამოიცნო, პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიცემულა

დღეს კი, 2017 წლის 2 მაისის დადგენილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ხოფერია დაზარალებულად მიიჩნია. სასამართლომ პროკურატურის უარი უსაფუძვლოდ ჩათვალა.

საიას თქმით, სასამართლომ გაიზიარა ორგანიზაციის პოზიცია და ირაკლი ხოფერიას აღუდგინა დაზარალებულის სტატუსი.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თბილისის პროკურატურის მხრიდან გამოვლინდა პოლიციელების მიმართ მიკერძოების ფაქტი, ამიტომ საია მთავარ პროკურატურას მოუწოდებს საქმის გამოძიება თბილისის პროკურატურის ნაცვლად, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცეს.

იტვირთბა....