ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქალაქო სასამართლოში ბეჟან გუნავას საქმეს განიხილავენ

საქალაქო სასამართლოში, “პატროტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებული აქციის დროს დაკავებული, ბეჟან გუნავას საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღეს დაცვის მხარის ერთი მოწმე გამოიკითხება. ამის შემდეგ კი მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

ადვოკატ, როინ ხიჯაკაძის განცხადებით, გუნავას დაკავება კანონის დარღვევით განხორციელდა და ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ ზეწოლას.

ბეჟან გუნავა 19 სექტემბერს „პატროტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებული აქციის დროს დააკავეს. ბეჟან გუნავას პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა და წვრილმანი ხულიგნობა ედებოდა ბრალად.

მის მიმართ საქმე ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აღიძრა. თუმცა, სასამართლომ წინა პროცესზე მას წვრილმანი ხულიგნობის მუხლი მოუხსნა და მხოლოდ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. გუნავას განცხადებით, ის კანონის დარღვევით დააკავეს და მას სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იტვირთბა....