კომპანია “თელასის” ინფორმაციით, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 15 ნოემბერს თბილისის გარკვეულ ქუჩებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ.
სამგორის რაიონში შეზღუდვა შეეხება: 10 საათიდან 18 საათამდე სადგური ლილოს და მეკოკიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. 10 საათიდან 17 საათამდე ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ხვედელიანის და ქებურიას ქუჩების მცხოვრებლებს. 12 საათიდან 15 საათამდე კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის და მამისაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშილის, მარიჯანის, ქუთათელაძის, მაღალაშვილის, ლორთქიფანიძის, ჩახავას, ჩხეიძის, უნივერსიტეტის, ქავთარაძის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მცხოვრებლებს. 11 საათიდან 14 საათამდე თამარაშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და სულხან ცინცაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე : გლდანის I მიკრორაიონის, მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, მოსულიშვილის, ხიზანიშვილის და ნოზაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18 საათამდე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მცხოვრებლებს. 11 საათიდან 12 საათამდე მეტეხის აღმართის, რუისის, ჩეხოვის, ცუცქირიძის, იორის, ხიდისთავის, გელათის, გაბრიელ ეპისკოპოსის, დუშეთის, ავლაბრის, მესხიშვილის, ხარაგაულის, სამრეკლოს, ერევნის, ლომოურის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსის, გიორგი წერეთლის, ალვანის, სამოქალაქოს, არარატის, არმაზის, სპარტაკის, კალატოზის და ელენე ახვლედიანის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:30 საათიდან 13:30 საათამდე წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მეტეხის აღმართის, ღვინის აღმართის, რუისის, ჩეხოვის, მეტეხის, ისნის, ფერისცვალების და ურბნისის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 11 საათიდან 12 საათამდე ყირიმის და 9 ძმის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 12 საათიდან 13 საათამდე ჯავახიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გრიშაშვილის, შუშინის და ფირდოუსის ქუჩების მცხოვრებლებს.