ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მთავრობის სხდომაზე სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე იმსჯელებენ

განახლებული შემადგენლობით აღმასრულებელი ხელისუფლება დღეს პირველ სხდომას მართავს. სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე უნდა იმსჯელოს.

დღის წესრიგში სულ 7 საკითხის განხილვაა დაგეგმილი. მათ შორის პირველ ადგილას არის კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და „საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობზე“.

როგორც ცნობილია, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, შალვა თადუმაძე მომხსენებელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა საკადრო და სტურუქტურული ცვლილებების შესახებ, ორშაბათს, ოფიციალური განცხადება გააკეთა.

იტვირთბა....