ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცს საზღვრის გადაკვეთისას 40-ჯერ ესროლეს

ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი სამხრეთ კორეაში, მძიმე შეიარაღებით, დემილიტარიზებული ზონის გავლით გაიქცა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებმა განაცხადა.

ჯარისკაცი მისივე სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღით მაშინ დაჭრეს, როცა მან სამხრეთ კორეის მხარეს, სოფელ პანმუნჯომში, ერთობლივი უსაფრთხოების ტერიტორია გადაკვეთა.

ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი გაერთიანებულ დაცულ ტერიტორიასთან ახლოს მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაცმანქანას საბურავი დაუზიანდა და იძულებული გახდა, გზა ფეხით გაეგრძელებინა.

ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა მას 40-ჯერ ესროლეს. მან მაინც შეძლო საზღვრის გადაკვეთა და საბოლოოდ, სამხედროებმა ფოთლების გროვის ქვეშ იპოვეს.

ყოველ წელიწადს დაახლოებით 1 000 ადამიანი გარბის სამხრეთ კორეაში, მაგრამ ძალიან ცოტა, დემილიტარიზებული ზონის გავლით. ბოლო სამ წელიწადში ეს ჩრდილო კორეელი ჯარისკაცის მეოთხე გაქცევაა ამ ზონის გავლით – სახმელეთო ზოლისა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერად დაცული ადგილია.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ერთმანეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფებიან მას შემდეგ, რაც 1953 წელს მათ შორის კონფლიქტი დროებითი ზავით და არა ოფიციალური სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა.

სამშაბათს, სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებმა უფრო დეტალური ინფორმაცია დაჭრილი ჯარისკაცის შესახებ გაავრცელეს.

„იგი უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში და დამოუკიდებლად სუნთქვა უჭირდა. მიუხედავად ამისა, მისი გადარჩენა შესაძლებელია“,- განაცხადა სამხედრო ოფიციალურმა პირმა, სუ უკმა.

ექიმებმა ჯარისკაცის სხეულიდან ხუთი ტყვია ამოიღეს და ვარაუდობენ, რომ მას კიდევ ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

დეზერტირთა უმრავლესობა ჩინეთის გავლით გარბის, რომელიც ყველაზე გრძელი საზღვარია ჩრდილოეთ კორეასთან, და რომელიც უფრო ადვილი გზაა გასაქცევად, ვიდრე მტკიცედ დაცული დემილიტარიზებული ზონა.

სეული აცხადებს, რომ 1953 წლის ომის დასრულების შემდეგ 30 000-ზე მეტი ჩრდილო კორეელია სამხრეთში გაქცეული.

იტვირთბა....