თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. მგზავრთა ორივე ტერმინალზე შეუშვეს.
ამ დროისთვის, მზავრები ელოდებიან რეისების აღდგენას და აეროპორტის ცენტრალური შესასვლელის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელ საავტომობილო მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა. მიუხედავად აეროპორტის მუშაობის განახლებისა, ადგილზე კვლავ სამართალდამცველები მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ევაკუაცია განხორციელდა როგორც ახალი, ისე ძველი აეროპორტის ტერიტორიიდან.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაციასთან დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ, რომ „112“-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება.