ევაკუაციის გამო, თბილისის აეროპორტში რამდენიმე რეისი გადაიდო, – ამის შესახებ “პირველი არხი” იუწყება.
მგზავრები ამ დროისთვის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. როგორც გაფრენის, ისე მოფრენის ტერმინალში სამართალდამცველები მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ევაკუაცია განხორციელდა როგორც ახალი, ისე ძველი აეროპორტის ტერიტორიიდან.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაციასთან დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ, რომ „112“-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პოლიციამ დაიწყო აეროპორტის ტერიტორიაზე მუშაობა.