ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სირიაში “ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი რუსი მოკრივე მოკლეს

სირიაში “ისლამური სახელმწიფოს“ სასარგებლოდ მებრძოლი, რუსი მოკრივე უფელი ვიაჩესლავ ლაპშინი მოკლეს. მისი დის, ოლგა ლაპშინას თქმით, მისმა ძმა ისლამი 15 წლის ასაკში მიიღო. რუსი მოკრივე 2015 წლის ივნისში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად თურქეთში ტურისტად წავიდა და მას შემდეგ შინ აღარ დაბრუნებულა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი სირიაში სწორედ თურქეთის გავლით მოხვდნენ.

არსებული ინფორმაციით, ლაპშინი 2016 წლის მარტში მოკლეს, თუმცა მისი ქვრივი, შვილებთან ერთად სირიიდან მხოლოდ ახლა დააბრუნეს. როგორც გარდაცვლილის და აცხადებს, მისმა რძალმა არაერთხელ სცადა სირიიდან გაქცევა, თუმცა თავის ქვეყანაში დაბრუნება აქამდე ვერ მოახერხა.

იტვირთბა....