ამერიკულმა კომპანია Mattel-მა ხიჯაბიანი Barbie-ს პირველი თოჯინა გამოუშვა, რომლის პროტოტიპიც ამერიკელი მოფარიკავე იბტიხაჯ მუჰამედია. Barbie-ს ხელში ხმალი უჭირავს.
„ძალიან გვიხარია, რომ ამ თოჯინის პროტოტიპი სწორეს იბტიხაჯია, რომელიც მთელს მსოფლიოში ქალებს და გოგოებს ბარიერების დანგრევას შთააგონებს,“- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გავრცელდა.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი ხმლით ფარიკაობაში იბტიხაჯ მუჰამედი პირველი ამერიკელია, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე ხიჯაბით გამოვიდა.
თოჯინა 2018 წლიდან გაიყიდება.

